დიდთოვლობა და გზებზე დაწესებული შეზღუდვები 

თბილისში თოვლი მოვიდა.

დილიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში ათეულობით ზარი შედის. რამდენიმე ქუჩაზე ხეების წაქცევის გამო დაზიანდა ავტომობილები, ასევე ელექტროგადამცემი სადენები. დიდთოვლობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. უამინდობა და დაბალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.