საათობრივი პარკირების ახალი ადგილები თბილისში

ზონალური პარკირებისთვის დამატებითი სივრცეები შეიქმნა.

სისტემას კიდევ 1 400-მდე ადგილი დაემატა. საათობრივი პარკირების ადგილები წერეთლის გამზირზეც გამოყვეს. 2019 წელს დაწყებულმა რეფორმამ მალე მთელი თბილისი უნდა მოიცვას.

რამდენად თანხვედრაშია რეფორმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასთან, რომლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა – ექსპერტებს გარკვეული შენიშვნები აქვთ.