თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა

29 ქვეყანა და ხუთი საგამოფენო პავილიონი – ხვალიდან თბილისი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიებებში 40-ზე მეტი გალერეა და სხვადასხვა თაობის არტისტები მონაწილეობენ. დამთვალიერებელი დამწყები ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებსაც გაეცნობა.