წელიწადის ერთი დღე, როცა ქართველი ემიგრანტები სამშობლოში ერთად იკრიბებიან. დილიდან თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიმდინარეობს.
როგორ უნდა გააძლიერონ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა საქართველოსთან ურთიერთობა და რა როლი აქვთ მათ სახალხო დიპლომატიასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში,- ეს იყო დღევანდელ ფორუმზე განხილვის მთავარი თემები.
სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაძლიერებაზე და დიასპორის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე კონკრეტული თემატური ჯგუფები მსჯელობენ, რომლებიც ფორუმის ფარგლებშია შექმნილი.