ქართული ხელოვნების ფესტივალი ლევილში

ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს მასპინძლობს. იმართება თეატრალური წარმოდგენები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები. ფესტივალს, რომელიც 29 ივლისს გაიხსნა და ხვალ დაიხურება, ქართველი ემიგრანტები ესწრებიან. დეტალებით თამარ ჯალაღონია ისაუბრებს საფრანგეთიდან.