ქართველი ემიგრანტები ფულის მუზეუმში

12:20, 17.07.2024

ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებსა და ანსამბლ „ივერიელებს“ უმასპინძლა. საბერძნეთში მცხოვრები 30-მდე ქართველი ემიგრანტი მოსწავლისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდები ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ფინანსური განათლების ძირითად ინსტრუმენტებსა და საგანმანათლებლო პროექტებს გაეცნენ. ემიგრანტების სტუმრობა ფულის მუზეუმში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დაიგეგმა.

მსგავსი