საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია

ხმაურიანი აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა.

გართულებულია თუ არა ქართველი ემიგრანტებისთვის საკონსულო აღრიცხვის პროცედურა – ინტერპელაციის წესით მოსმენამ ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. მთავარი თემა, რის გამოც ოპონენტებმა ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ოპოზიცია ხელისუფლებას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და უცხოეთში საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდას ითხოვს. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ოპონენტები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესი საპარლამენტო ტრიბუნიდან პირადად ახსნა. რატომ არის პროცედურის გარშემო დაბალი აქტივობა და გაიზრდება თუ არა საარჩევნო უბნების რიცხვი 2020 წლის არჩევნებთან შედარებით – სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებები ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.