ქართული კულტურის ფესტივალი ლევილში

15:27, 31.07.2023

ლევილის მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. ქართველი ემიგრანტებისა და ფრანგი სტუმრების წინაშე თოჯინების თეატრი, ფოლკლორული ანსამბლი „მარგალიტი“ და სამეფო ნაციონალური ბალეტი წარდგა.

ღონისძიებები 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. ფესტივალში სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი