უცხოეთში მოღვაწე წარმატებული დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება

დიასპორის კომიტეტის ორგანიზებით, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველების მიღება-დაჯილდოება გაიმართა პარლამენტში. მადლობის სიგელები გადაეცათ წარმატებულ ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები.