დღეს დიდი ხუთშაბათია. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ვნების კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყო და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს.
ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება.