სააღდგომოდ სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
სააღდგომოდ სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით 8 და 9 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.