პატრიარქის ქადაგება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. მსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო უძღვებოდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელმაც წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ მათ დღევანდელი დღე მიულოცა.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.