აღდგომა და ბზობა საქართველოში [ფოტოამბავი]
აღდგომა და ბზობა საქართველოში [ფოტოამბავი]

მართლმადიდებელი ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. დღესასწაულს ბზობას ან ბაიაობასაც უწოდებენ. სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

ქრისტიანების ნაწილი კი, დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. თბილისში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.

დილიდან საზეიმო წირვა აღევლინა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიებშიც. თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ამიერკავკასიიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა – ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სააღდგომო წირვა ჩაატარა.

აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს ​ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიაც. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ჩაატარა.