46 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან – კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

18:27, 25.12.2023

ილია მეორის აღსაყდრების 46 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ღონისძიების თემა წმინდა გაბრიელ ქიქოძის მოღვაწეობას და მის თეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ნაშრომებს უკავშირდება. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს წმინდა გაბრიელ ქიქოძისა და სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მიღწევებზე და ქვეყნისთვის გაწეულ ღვაწლზე. ღონისძიება მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა. მას მეცნიერები, აკადემიკოსები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი