დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს - GWP-ის სოციალური კამპანია დასკვნით ეტაპზეა
დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სოციალური კამპანია დასკვნით ეტაპზეა. პროექტი ორ მნიშვნელოვან სოციალური თემას – გარემოზე ზრუნვას და წყლის რესურსის გაფრთხილებას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, ვაკე-საბურთალოს სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ, როგორც წყლის რესურსის მნიშვნელობისა და გარემოს დაცვის თემაზე, ასევე საინფორმაციო კამპანიის წარმოების მეთოდების შესახებ.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები 1 თვის განმავლობაში, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და პრაქტიკაში იყენებდნენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს.