დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს – GWP-ის სოციალური კამპანია დასკვნით ეტაპზეა

16:22, 22.12.2017

დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სოციალური კამპანია დასკვნით ეტაპზეა. პროექტი ორ მნიშვნელოვან სოციალური თემას  –  გარემოზე ზრუნვას და წყლის რესურსის გაფრთხილებას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, ვაკე-საბურთალოს სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ, როგორც წყლის რესურსის მნიშვნელობისა და გარემოს დაცვის თემაზე, ასევე საინფორმაციო კამპანიის წარმოების მეთოდების შესახებ.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები 1 თვის განმავლობაში, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და პრაქტიკაში იყენებდნენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს.

 

მსგავსი