გუჯარეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები ათ დღეში დასრულდება

გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. რეაბილიტაციის პროცესი თბილისის მერმა GWP-ის გენერალურ დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

ისნის რაიონის ამ ქუჩაზე, მთლიანად შეიცვალ მიწისქვეშა წყლის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა.

2 კმ.-იანი ქსელის რეაბილიტაცია კომპანიას ორ მილიონ ლარამდე დაუჯდა.

წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებიო 10 დღის ვადაში დასრულდება, შემდეგ კი უკვე ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.