თბილისის წყალმომარაგებაში 2020 წლამდე 114 მილიონი ლარი ჩაიდება
თბილისის წყალმომარაგებაში 2020 წლამდე 114 მილიონი ლარი ჩაიდება

2018-2020 წლებში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) 114 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს. კომპანიის სამწლიანი საინვესტიციო გეგმა დღეს სემეკ-მა დაამტკიცა. თუმცა, მარეგულირებელ კომისიაში არ აკონკრეტებენ, რა გავლენა ექნება ამ კომპონენტს სამომხმარებლო ტარიფზე.

მოსახლეობისთვის როგორც წყლის, ისე ელექტროენერგიის ტარიფებს სემეკი მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.


რაც შეეხება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, კომპანიაში ამბობენ, რომ ქსელის მოწესრიგებაში ინვესტიციები იზრდება. ამასთან, კომპანიაშიც თავს იკავებენ წინასწარი შეფასებისგან, თუ როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორი მოსახლეობის გადასახადზე.