„არა აზარტულ თამაშებს“ - პირველი არხის კამპანია

„არა აზარტულ თამაშებს,“ – საქართველოს პირველი არხი სოციალურ კამპანიას იწყებს. გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა და პირველ არხს სურს პრობლემის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და პირველი იანვრიდან არხზე აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალა. მაღლაფერიძე იმედოვნებს, რომ ერთობლივად, საზოგადოება გაერთიანებას და ამ პრობლემის დაძლევას შეძლებს.