დაზარალებულთა კომპენსაციები

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერადი 500 ლარით დაეხმარება. კომპენსაციას მიიღებს ყველა პირი, ვინც ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე დარჩა. ასევე მიმდინარეობს ღონისძიებები მათი ბინების აღდგენისა და საცხოვრებელი სახლის გამაგრებისთვის აუცილებელი რესურსის დასათველელად. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კი ითხოვს, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 5 ათას ლარიანი დახმარება გადაეცეთ.