კომპენსაციის წესი ფემიციდის მსხვერპლთა შვილებისთვის

ფემიციდის მსხვერპლის ოჯახმა სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო, რაც ქვეყანაში პირველი პრეცედენტია.

დაზარალებული ოჯახი საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით ცდილობდა. ქმრის მიერ მოკლული ქალის არასრულწლოვან შვილს სახელმწიფო 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ჩაურიცხავს. დადგენილება, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ოჯახებში მყოფ ბავშვებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, დეკემბერში ამოქმედდა. მას შემდეგ დღემდე ამ უფლებით მხოლოდ ერთმა დაზარალებულმა ისარგებლა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მსხვერპლთა ახლობლებს მიმართვიანობისკენ მოუწოდებს.