მეწყრული ზონები მარტვილის მუნიციპალიტეტში

ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. შემდეგი რეპორტაჟი სამეგრელოში, კონკრეტულად კი მარტვილის რაიონში არსებულ ვითარებაზეა. რამდენიმე ოჯახი უკვე თვეებია დამეწყრილ ტერიტორიაზე ცხოვრობს. არსებობს გეოლოგების დასკვნა, რომ პროცესი შეუქცევადია. მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

რამდენად საკმარისია შეთავაზებული კომპენსაცია ახალი საცხოვრისის შესაძენად და რა პრობლემების წინაშე არიან მარტვილელები, ნახეთ ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟში.