ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ სოციალურ მუშაკებს სთხოვს, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.
დავით სერგეენკო დღე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის დეტალები გააცნო, თუმცა როგორც ცნობილია, გაფიცული სოციალური მუშაკები ამ ოთხპუნქტიანი გეგმის სანაცვლოდ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
სამუშაოზე დაბრუნების სანაცვლოდ ისინი საკუთარი 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან ექვსის დაკმაყოფილებას მოითხოვენ.