პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს თელავში შეხვდა.
დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პრაქტიკულად ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არაფორმალურ მმართველობასა და ამ რეალობაში მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.