„ევროპული საქართველოს“ აქცია-პერფორმანსი

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ“ და „თავისუფლების ინსტიტუტმა“ საბჭოთა ოკუპაციის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე კრემლის მაკეტი მიიტანეს და დაამტვრიეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან  პოლიცია იყო მობილიზებული.