„ევროპული საქართველოს“ ბრიფინგი

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ბრიფინგი გამართეს. გიგა ბოკერიამ და აკაკი ბობოხიძემ ისაუბრეს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილის შემცირებაზე საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ელექტროენერგიის დანარჩენი წილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება, სადაც, მათივე თქმით, მაინინგის მხრივ უკონტროლო ვითარებაა და არც გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს იხდიან. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს კორუფციაზე აქვთ ეჭვი.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ. ლევან მებონიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 41- 42 % მიეწოდება, ბოლო თვეების განმავლობაში კი ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, რადგან დაიწყო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლა და გამრიცხველიანება.