დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია – შეფასებები კეთდება თბილისშიც. ოპოზიციაც და სახელისუფლებო გუნდიც გმობს შტატებში კამპანიის დროს მომხდარ თავდასხმას. პოლიტიკურ სპექტრში სლოვაკეთის პრემიერის მისამართით სროლას იხსენებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ ფაქტების უკან დესტაბილიზაციის მომხრე ძალები დგანან.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატს, პენსილვანიაში 20 წლის მამაკაცმა ესროლა. ტრამპმა დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი, დაჭრილია ორი მოქალაქე. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
მოამბე