„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა.
დავით ბაქრაძე ადგილობრივების პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, მოსახლეობას ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალი, შეუსრულებელი საბანკო ვალდებულებები, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს.
ბაქრაძემ მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებიც გააცნო.