თევზის ფესტივალი ლანჩხუთში

18:48, 22.09.2022

ლანჩხუთი თევზის ფესტივალს მასპინძლობს.

სოფელ სუფსაში სპეციალური სივრცე მდინარე სუფსის ნაპირზეა მოწყობილი. განთავსებულია სტენდები, წარმოდგენილია ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მდინარეზე ნავით ისეირნონ, დააგემოვნონ ადგილობრივი თევზი და ღვინო, ასევე დაესწრონ სპეციალურ მასტერკლასს, სადაც მოწვეული შეფ-მზარეულები ტრადიციულ კერძებს ამზადებენ.   ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

მსგავსი