ლანჩხუთი თევზის ფესტივალს მასპინძლობს.
სოფელ სუფსაში სპეციალური სივრცე მდინარე სუფსის ნაპირზეა მოწყობილი. განთავსებულია სტენდები, წარმოდგენილია ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მდინარეზე ნავით ისეირნონ, დააგემოვნონ ადგილობრივი თევზი და ღვინო, ასევე დაესწრონ სპეციალურ მასტერკლასს, სადაც მოწვეული შეფ-მზარეულები ტრადიციულ კერძებს ამზადებენ. ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.