სტიქია გურიაში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სოფლებში, აცანასა და შუხუთში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ქარმა ხეები მოგლიჯა ლანჩხუთშიც. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე უბანს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლანჩხუთსა და მის რამდენიმე სოფელს. მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა.