ლელობურთი გურიაში

აღდგომის დღესასწაული ტრადიციული ლელობურთით აღინიშნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ბურთის გადატანას შეძლებს. წელს, ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა. 2019 წელს, ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შეჯიბრება, რომელსაც ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე იმართება.