დათა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

დათა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე დღეს პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

სხდომაზე პროკურორმა წერილობითი ჩვენებები გამოაქვეყნა, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული ალექსანდრე ღაჭავასი.

ჩვენებაში ყოფილი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ის ტყუილუბრალოდ იხდიდა სასჯელს დათა ახალაიას დავალებით, რაშიც მან 100 000  ამერიკული დოლარი აიღო. ასევე, მოწმის მტკიცებით, ის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული კიდევ სამი პირი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იხდიდნენ სასჯელს.