თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ ტარდება.
დასუფთავების აქცია პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იმართება. კამპანიაში მონაწილეობა შვედეთის ელჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. პროექტი „დავიცვათ საქართველოს სიუფთავე“, ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ და „საქართველო მწვანეთა მოძრაობის“ ორგანიზებით ხორციელდება.
დასუფთავების კამპანია საქართველოში წელიწადში ოთხჯერ ტარდება.