ფინანსური ზონები საქართველოში

საქართველოში ფინანსური ზონების შექმნა იგეგმება.

ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის. შერჩეულია ტერიტორიებიც – თბილისის ზღვა და გონიო. დაანონსებული პროექტი დამატებითი ფინანსური რესურსების და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მოსაზიდად მითითებულ ადგილებზე ფინანსური ცენტრების მოწყობას გულისხმობს. როგორი ფინანსური და სამართლებრივი მოდელი ექნება მას და რა შეღავათები იმოქმედებს ზონებში – შესაბამის კონცეფციაზე ეკონომიკის სამინისტროს ჯგუფი მუშაობს. პროცესში უცხოელი კონსულტანტებიც ჩაერთვებიან.