აქცია მერიასთან

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელებმა დედაქალაქის მერიასთან აქცია გამართეს.

მოქალაქეებმა გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები განაშენიანების მიღმა მოექცა. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან შეზღუდვების მოხსნასა და იქ მშენებლობის ნებართვას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნას დედაქალაქის მერიაში გამოეხმაურნენ. ურბანული განვითარების სამსახურში ამბობენ, რომ მათ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს და მიწების ნაწილზე მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდა მოხსნეს, იმ მოქალაქეებს კი რომელთა მიწები კვლავ განაშენიანების მიღმა რჩება, მერია ნაკვეთების ჩანაცვლებას სთავაზობს.