დასაქმების სუბსიდირების  პროგრამა

იმოქმედებს თუ არა ახალგაზრდების დასაქმების სუფსიდირების პროგრამა უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზე. ოფიციალური სტატისტიკით თვითდასაქმებული მოქალაქეების გამოკლებით საქართველოს მოსახლეობის თითქმის 12 %-ს დღეს სამსახური არ აქვს. დიდი წილი აქედან ახალგაზრდებზე მოდის. 30 % უმუშევარია.  15 იანვრიდან სახელმწიფო ყველა დამსაქმებელს, ვინც სამსახურში ახალგაზრდა კადრს აიყვანს, მისი პირველი 4 თვის ხელფასის ნახევარს დაუფინანსებს. პროგრამაში მოსახვედრად ახალგაზრდები დასაქმების ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.

მანანა გიგინეიშვილის სიუჟეტი.