კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი

USAID-ის ორგანიზებით, საქართველოში კიბერუსაფრთხოების ახალგაზრდული ჰაკათონი გაიმართა. პროექტის ფარგლებში, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, სტუდენტებმა ენერგეტიკის სექტორის წინაშე მოსალოდნელი მზარდი საფრთხეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პროექტის მიზანი ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. ჰაკათონის ფარგლებში, სამი წარჩინებული მონაწილე გამოვლინდა, რომლებიც usaid-ის დაფინანსებით, კიბერუსაფრთხოების საფუძვლებში საერთაშორისო სასწავლო კურსს გაივლიან.