შეხვედრა ახალგაზრდებთან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიიღეს. შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა იმ შესაძლებლობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რაც მათ დასაქმების და განათლების მიმართულებით აქვთ. შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების, აქტუალური სფეროებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.