„დანერგე მომავალი“

ყვარელში პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. შეხვედრაზე ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიშური ბაზრები დაიკავოს.

ამ დროისათვის პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გაშენებულია 7,000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი და სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 34 მილიონ ლარზე მეტი