ილიაობა ყვარელში

განსაკუთრებულად აღინიშნება აღინიშნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილე დღეს მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში.

ღონისძიების მთავარი ლოკაცია „ილიას ტბაა“, სადაც გამოფენილია ინფრასტრუქტურული პროექტები, მოწყობილია საბავშვო სივრცე, ასევე მიმდინარეობს ღვინის, საკვები პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. ტარდება ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; დღის ბოლოს იგეგმება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.