პროგრამა „დანერგე მომავალი“

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში კაკლის ბაღი დაათვალიერეს. პროგრამით „დანერგე მომავალი“, კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48 550 ლარია. იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი ათას ორას ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს.