კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას” - ხელმოწერები ყვარელში

ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ ყვარლის ახალგაზრდობა შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს „ყვარლის ევროკლუბის“ დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ევროპული გზის მიმართ.