მდინარე დურუჯთან დაკავშირებული საფრთხეები

გაზაფხულზე სპეციალური კვლევები უნდა დაიწყოს მდინარე დურუჯზე.

სპეციალისტების შეფასებით, ეს არის კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის მქონე მდინარე. ყვარელი მან რამდენჯერმე დაფარა ღვარცოფით და გასულ საუკუნეში დიდი ტრაგედიების მიზეზიც გახდა.

რა ხდება მდინარე დურუჯზე დღეს, რას ყვებიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ დურუჯის ღვარცოფული მოვარდნები და როგორი გეგმა აქვთ შესაბამის უწყებებს, ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟში.