სტიქია კახეთში

ყვარლის და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა.

სეტყვამ რეგიონში უმძიმესი კვალი დატოვა. განადგურებულია ხეხილის ბაღები და ერთწლოვანი კულტურები, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. მოსავლის ნაწილი დაზღვეული არ იყო, ამიტომ დაზარალებული ოჯახები ახლა ხელისუფლებისგან ფინანსური მხარდაჭერის მოლოდინში არიან.