დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე
„ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ალექსანდრე გეჯაძე – ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში ვერ იქნა ნანახი მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, თუმცა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ