„დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა“

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი და დახვრეტილი ქართველი ხელოვანის ცნობილი შედევრი დღეიდან ოკუპაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. ეს არის ხელოვნების რამდენიმე სფეროში მოღვაწე ვახტანგ კოტეტიშვილის ქანდაკება სახელწოდებით „დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა“, რომელიც დამთვალიერებლებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი. ის წლების განმავლობაში კოტეტიშვილების სახლში ინახებოდა და საგამოფენო სივრცეში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.