„მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ - დავით გორგაძის მემუარები

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული იურისტის ჩანაწერები საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი.

დავით გორგაძე, რომელიც 1938 წელს გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს, ტყვეობის უმძიმეს წლებზე დღიურებს ჩუმად წერდა. ათწლეულების შემდეგ ოჯახმა ყველა ეს ჩანაწერი მოიძია და ერთ წიგნად გამოსცა.

„ჯოჯოხეთში მოგზაურობა,“ – უცვლელად არის გადმოტანილი სახელი, რომელიც ავტორმა დღიურებს თავად შეურჩია. ჩანაწერებში ყველა ის სასტიკი მეთოდია აღწერილი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი მათთვის არასასურველი პირების წინააღმდეგ იყენებდა.