საერთაშორისო კამპანიამ დღეს 140 ქვეყანა გააერთიანა – დავასუფთაოთ მსოფლიო, – ამ დევიზით მილიონობით ადამიანი დასუფთავების აქციაში ჩაერთო. ინიციატივა 1992 წლიდან იღებს სათავეს, საქართველო კი კამპანიაში მერვე წელია მონაწილეობს. წელს აქტუალური პლასტმასით დაბინძურებაა, რის გამოც, მსოფლიოში არაერთი ინიციატივა და საკანონმდებლო ცვლილებაც შემუშავდა. გარემოსდაცვითი სტრატეგიის განხორციელება იგეგმება საქართველოშიც.