დასუფთავების მასშტაბური აქცია

კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. „თბილსერვისჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელმა კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა.

მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და მთამსვლელების ჯგუფი. აქციას, გამგეობასთან ერთად, რაიონში არსებული კერძო სკოლები და უნივერსიტეტებიც შეუერთდნენ.

ინიციატივის „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის მიზანია, გარემოს გაფრთხილება და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.